რა ვითარებაა ამჟამად თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდიდან ქვები ჩამოიშალა?

რა ვითარებაა ამჟამად თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც კლდიდან ქვები ჩამოიშალა?

241
გაზიარება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, თამარაშვილის ქუჩაზე, სადაც გუშინ ღამით კლდიდან ქვები ჩამოიშალა, გზის გაწმენდის დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოები უახლოეს ხანებში დასრულდება და მოძრაობა 13:00 საათისთვის სრულად აღდგება. ამ დროისთვის ნაწილობრივ გადაკეტილია უნივერსიტეტი – თამარაშვილის ქუჩების და ყაზბეგის გამზირი – თამარაშვილის ქუჩის გადაკვეთა, ბაგების მიმართულებით. ჩამოშლილი ფერდის მცირე მასების გაწმენდაზე მთამსვლელები მუშაობენ. ქვათაცვენის მიზეზებს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სწავლობენ.

კომენტარი