საქანელები გატეხილია, ბავშვები სხვა ეზოში თამაშობენ – რას ითხოვენ ადგილობრივები ქავთარაძის N72-ში

საქანელები გატეხილია, ბავშვები სხვა ეზოში თამაშობენ – რას ითხოვენ ადგილობრივები ქავთარაძის N72-ში

141
გაზიარება

ვაკის რაიონში, კერძოდ, ქავთარაძის N72-ში მოსახლეობა საქანელების შეკეთებას და ეზოს მოწესრიგებას ითხოვს. როგორც ერთ-ერთმა ადგილობრივმა “სითი კვირასთან” საუბრისას განმარტა, სათამაშო ატრაქციონები უკვე 3 წელია, რაც გაფუჭებულია. ამ სამი წლის მანძილზე მოსახლეობამ გამგეობას არაერთხელ მიმართა, თუმცა პრობლემა ისევ მოუგვარებელია.
ადგილობრივის თქმით, კორპუსში 15 ბავშვი ცხოვრობს და გამგეობას წერილი მათაც მიწერეს. არსებული პრობლემის გამო, ბავშვებს სათამაშოდ გზის იქით მდებარე პარკში უწევთ გადასვლა.
“სითი კვირა” ვაკის რაიონის გამგებელს, ნოდარ ტურძელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ გამგეობასა და ერთ-ერთ ადგილობრივს შორის კომუნიკაცია შედგა და ქავთარაძის N72-ში არსებული პრობლემა მოგვარდება.
“ვესაუბრეთ ამ მოქალაქეს. უახლოეს მომავალში ქავთარაძის N72-ში არსებული სკვერის რეაბილიტაციის პროექტი გამზადდება, რის შემდეგაც მოხდება რეაბილიტაცია. ზოგადად, რაც ბოლო წლების განმავლობაში სკვერი, სპორტული მოედანი, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, ათეულობით წლების მანძილზე არ გაკეთებულა ვაკის რაიონის უბნებში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი გამოწვევა და ყველაფერს მოვაგვარებთ ეტაპობრივად.”- აღნიშნავს ნოდარ ტურძელაძე.

58978401_699933237128709_8382660324993531904_n

59106153_455430881860513_585803654791954432_n

კომენტარი