საქართველოს ეროვნული მუზეუმის კრეათონის – „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” – გამარჯვებულები დღეს...

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კრეათონის – „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში” – გამარჯვებულები დღეს დასახელდებიან

53
გაზიარება

თბილისის მერიის მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებით-შემოქმედებითი სტუდენტური კრეათონი – „ფიროსმანი ციფრულ სივრცეში“ – დღეს დასრულდება. დასკვნითი ღონისძიება 19:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ეზოში გაიმართება.
დაჯილდოების ცერემონიალზე დასახელდებიან საუკეთესო დავალების ავტორი ჯგუფები, რომლებსაც,  გარდა იმისა, რომ გადაეცემათ საპატიო და ორიგინალური ჯილდოები, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ პროექტის მომდევნო ეტაპების განხორციელებაში.
კრეათონის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, კერძოდ – ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების პოპულარიზაციას.
კრეათონის საკონკურსო დავალებები მოიცავდა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების ირგვლივ სხვადასხვა ტიპის ნამუშევრის შექმნას გრაფიკული დიზაინისა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით. კრეათონში მონაწილეობა 14 უნივერსიტეტის 30-მა გუნდმა მიიღო.

კომენტარი