ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე იტალიურ ფიჭვებს რგავენ

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე იტალიურ ფიჭვებს რგავენ

135
გაზიარება

საგაზახულო რგვების ფარგლებში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე იტალიური ფიჭვების დარგვა დაიწყო.
გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით, იტალიური ფიჭვი 20-30 მეტრამდე სიმაღლის იზრდება, ქოლგისებური ან მომრგვალებული ვარჯით, ღრმად დაშაშრული მოწითალო ქერქით. იტალიური ფიჭვი საკმაოდ გვალვაგამძლეა, ნიადაგის და ატმოსფეროს სიმშრალით არ ზიანდება, თუმცა ნელა მზარდია.
დედაქალაქში, საგაზაფხულო გამწვანების ფარგლებში, 400 ძირი იტალიური ფიჭვი (P.Pinea L) დაირგვება.

კომენტარი