დოლაბაურის ხევი დაასუფთავეს

დოლაბაურის ხევი დაასუფთავეს

112
გაზიარება

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, წერნაქის ქუჩის ბოლოს მდებარე დოლაბაურის ხევში დასუფთავების მასშტაბური აქცია მოეწყო.
საკრებულოს წევრის განცხადებით, ხევში  ანტისანიტარია სუფევდა.
„დედაქალაქის მერიის დასუფთავების სამსახურის, ისნის რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან და მოხალისე ახალგაზრდებთან ერთად, დოლაბაურის ხევის დასუფთავების სამუშაოები დავიწყეთ.
სასიხარულოა, რომ აქციაში ადგილობრივი მოსახლეობაც აქტიურად ჩაერთო. არსებული უმძიმესი მდგომარეობა  ერთობლივი ძალისხმევით  აუცილებლად გამოსწორდება და მოსახლეობას ეს ულამაზესი ხევი  დაუბრუნდება“,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარი