ფაუნის 10 წარმომადგენელი, რომელიც სიყვარულის და ერთგულების მაგალითს გვაძლევს

ფაუნის 10 წარმომადგენელი, რომელიც სიყვარულის და ერთგულების მაგალითს გვაძლევს

213
გაზიარება

ბევრი ერთგულებისა და სიღვარულის ეტალონად ადამიანს მიიჩნევს, თუმცა არაერთხელ დადასტურდა, რომ ცხოველებს ადამიანებზე არანაკლები სიყვარული და ერთგულება შეუძლიათ. მეტიც, ბევრი მათგანი ერთგულებას სიკვდილამდე ინარჩუნებს და ამ თვისებით ზოგ ადამიანს აღემატება.

6579560-222-1000-505c17bfdb-1484729972

ჰარმონიული თანაცხოვრების მაგალითია პინგვინების ოჯახი. შორეულ და ცივ ანტარქტიდაში პინგვინები ყველა ხერხით და საშუალებით ცდილობენ, ერთმანეთს მძიმე ყოფითი პირობები შეუმსუბუქონ. პინგვინი ოჯახს მხოლოდ ერთ პარტნიორთან ქმნის და ეს ურთიერთობა სიკვდილამდე გრძელდება. მათ ოჯახში ნამდვილი თანასწორობაა და შთამომავლობაზეც ერთნაირად ზრუნავენ. კვერცხების მოვლა პატრონობა, ასევე  ახლადგამოჩეკილი პატარა პინგვინების საკვებით მომარაგებაც მკაცრად რეგლამენტირებულია და ისინი ამას დღეგამოშვებით აკეთებენ.

6579510-333-1000-2e87ef1683-1484729972

გედებიც სიცოცხლის ბოლომდე ერთად არიან. ყოფილა შემთხვევა, როცა გარკვეულ გარემოებათა გამო მარტო დარჩენილ ფრინველს თავიც მოუკლავს.

6579260-444-1000-41a09b7264-1484729972

ერთგულების მაგალითია თეთრკუდა არწივების ოჯახიც. მთელი ცხოვრების განმავლობაში, მათაც მხოლოდ ერთი პარტნიორი ჰყავთ  და შთამომავლობის აღზრდაშიც თანაბრად მონაწილეობენ.

6579210-4632171978_e611eac9af_o-1000-baff4f36f8-1484729972

თანასწორობა და ერთგულება არც გიბონებისთვის არის უცხო.

6579310-666-1000-02e7b093b5-1484729972

მყარი ოჯახი აქვთ ალბატროსებსაც. მიუხედავად იმისა, რომ მამალ ალბატროსს საკვების მოსაპოვებლად ხანგრძლივი „მივლინებები“ უწევს, ის ყოველთვის ბრუნდება და ისიც იცის, რომ მას ყოველთვის ელოდებიან.

6579760-111-1000-26bd0efef7-1484729972

ერთგულებით გამოირჩევიან მგლებიც. მათი ოჯახიც ძალიან მყარია და დაშორების მიზეზი მხოლოდ სიკვდილი შეიძლება გახდეს.

6579610-una-scena-del-film-ciuffo-bianco-il-piccolo-castoro-57261-1000-3244ea7aaa-1484729972

მყარი და ჰარმონიული ურთიერთობები აქვთ თახვებსაც. მართალია, ამ შემთხვევაში, დომინანტი მდედრია, თუმცა მისი პარტნიორი ამას შეგუებულია და მზადაა, ოჯახური ჭაპანი სიცოცხლის ბოლომდე უდრტვინველად ზიდოს.

6579410-gorl-1000-5909b03112-1484729972

დიდი ერთგულებით გამოირჩევიან გვრიტებიც. მათი ოჯახი იმდენად მყარია, რომ შექსპირმა ლექსი  “ფენიქსი და გვრიტიც“  მიუძღვნა.

6579710-sip-1000-c542ce1bd7-1484729972

მამალი ბუ თითქმის ერთი წლის განმავლობაში ცდილობს თავისი მომავალი პარტნიორის მოხიბვლას. როცა მიზანს მიაღწევს, თავისივე აშენებულ ბუდეში ეპატიჟება. მას შემდეგ, რაც ბარტყები გამოიჩეკება ოჯახზე ზრუნვის მთელ ტვირთს საკუთარ თავზე მამალი ბუ იღებს.

6579810-fox-1000-043a2c966f-1484729972

ერთგულების მაგალითია მელიების ოჯახი. თუ ისე მოხდა, რომ მდედრი რაიმე მიზეზით დაიღუპა, მამრი მარტოობის აღთქმას დებს და დარჩენილ  ცხობრებას ეულად ატარებს.

კომენტარი