გვიანდელი შუა საუკუნეებიდან დღემდე – ბეთლემის ქუჩის ისტორია

გვიანდელი შუა საუკუნეებიდან დღემდე – ბეთლემის ქუჩის ისტორია

166
გაზიარება
ბეთლემის ქუჩა მთაწმინდის რაიონში მდებარეობს. თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ცნობით, ქუჩის კონტური გვიანდელ შუა საუკუნეებში გამოიკვეთა ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე. 1785 წლის გეგმაზე აღნიშნულია როგორც უსახელო ქუჩა, 1867 წლის გეგმაზე კი, ფეთხაინის ქუჩის სახელით გვხვდება. სახელწოდება წარმოდგება სოლოლაკის ფერდობზე მდგარ ბეთლემის ზედა და ქვედა ეკლესიებიდან.
1923 წელს ფეთხაინის ქუჩას მეშადი აზიზბეკოვის სახელი, 1990 წელს კი ბეთლემის ქუჩა დაერქვა. თბილისის 1934 წლის გეგმაზე ქუჩა გრძელდებოდა მხოლოდ ორპირის ქუჩამდე, ხოლო მისი მონაკვეთი ორპირის შესახვევიდან სამღებროს ქუჩამდე დატანილია როგორც საქარის შესახვევი. აქვე, სადისა და ბეთლემის ქუჩებს შორის, მდებარეობდა აზიზბეკოვის მეორე შესახვევი. ქუჩას ჰქონდა აგრეთვე ორი ჩიხი. I ჩიხი გომის ქუჩას შეუერთდა. II ჩიხი ქვემო გომის მეორე ჩიხიდან იწყებოდა.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თბილისის საკრებულო-ს ფოტო.სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თბილისის საკრებულო-ს ფოტო.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თბილისის საკრებულო-ს ფოტო.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია - თბილისის საკრებულო-ს ფოტო.

კომენტარი