მგელი ფოცხვერის პირისპირ – შეტაკება, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

მგელი ფოცხვერის პირისპირ – შეტაკება, რომელიც მოულოდნელი შედეგით დასრულდა (ფოტოკოლაჟი)

412
გაზიარება

როგორც წესი, მგელსა და ფოცხვერს განსხვავებული საცხოვრებელი არეალი აქვთ და მათი გზები იშვიათად იკვეთება. ბელარუსში, ნალიბოკის ტყეში ვიდეოხაფანგმა სწორედ ასეთი იშვიათი შემთხვევა დააფიქსირა.

a1557297076მგელი და ფოცხვერი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. საერთო შეფასებით, მგელი ფოცხვერზე ბევრად ძლიერია და შეტაკებისას ფოცხვერი დამარცხებისათვის არის განწირული.

5ბევრის გასაკვირად, ამ შემთხვევაში მოვლენები საპირისპიროდ განვითარდა. ფოცხვერი მასზე დიდ და ძლიერ მტაცებელს არ შეუშინდა და ბრძოლაც შედგა.

4მოხდა ისე რომ  ფოცხვერმა გაიმარჯვა. შეტაკებიდან რამდენიმე წამის შემდეგ მძიმედ დაჭრილი მგელი იძულებული გახდა, ტყისთვის შეეფარებია თავი.

6როგორც ადგილობრივი ეგერები აცხადებენ, ეს მგელი ამ ადგილებში ხშირად უნახავთ, თუმცა ბრძოლის შემდეგ ის აქ  აღარ  გამოჩენილა. ეგერების მოსაზრებით, მგელმა მიღებული ჭრილობები ვერ გადაიტანა და მოკვდა.
მგლისგან განსხვავებით, ეგერებმა ფოცხვერი ბრძოლის ადგილზე მეორე დღესვე დააფიქსირეს. მოკლედ,  ნალიბოკის ტყის გარკვეულ მონაკვეთს ახლა სხვა პატრონი ჰყავს და ეს ფოცხვერია.

კომენტარი