გერმანიაში ელექტროსატვირთოებისთვის მაგისტრალი გაიყვანეს

გერმანიაში ელექტროსატვირთოებისთვის მაგისტრალი გაიყვანეს

185
გაზიარება

გერმანიაში რამდენიმე დღის წინ ელექტრონული მაგისტრალი ამუშავდა. მაგისტრალი აღჭურვილია კონტაქტური ქსელით, რომელიც  ელექტროსატვირთოების დამუხტვას ავტომობილების შეჩერების გარეშე უზრუნველყოფს. გზის ელექტროფიცირებული მონაკვეთის სიგრძე 10 კილომეტრს შეადგენს. აღნიშნულმა ტექნოლოგიამ უკვე გაიარა შემოწმება შვედეთსა და ლოს-ანჯელესში, თუმცა გზის გაცილებით მოკლე მონაკვეთებზე.

image

რამდენიმე წლის წინანდელი ინიციატივის (რომელიც ჰაერის დაბინძურების შემცირებისაკენ იყო მიმართული) ფარგლებში, კომპანია Siemens-მა და მძიმე სატვირთოების მწარმოებელმა კომპანია Scania-მა ძალები გააერთიანეს, რათა ტრანსპორტის ეკოლოგიურობის ზრდის პროექტისთვის ხორცი შეესხათ.
მათ მიერ შექმნილი ჰიბრიდული სატვირთო ელექტროენერგიას საჰაერო ელექტროგადამცემთა ხაზიდან იღებს, რომელიც ჩვეულებრივი მაგისტრალის თავზეა დამონტაჟებული, რაც ძალიან გავს აქამდე არსებული ტრამვაებისა და ელექტრომატარებლების კვების სისტემას.

კომენტარი