თბილისის ძველ უბნებში შესაძლოა, მანქანით გადაადგილება აიკრძალოს

თბილისის ძველ უბნებში შესაძლოა, მანქანით გადაადგილება აიკრძალოს

192
გაზიარება

თბილისის ძველ უბნებში შესაძლოა, მანქანით გადაადგილება აიკრძალოს. On.ge-ს ცნობით, ეს ინიციატივა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ შექმნილ თემატურ ჯგუფს ეკუთვნის, რომლის რეკომენდაციებიც გარემოს დაცვის კომიტეტმა გაასაჯაროვა. დოკუმენტში, რომელიც პარლამენტის გვერდზე გამოქვეყნდა, სხვა ეკოლოგიურ საკითხებთან ერთად, სუფთა ტრანსპორტის მნიშვნელობაზეა საუბარი.
“თბილისის ძველ უბნებში (მაგალითად, სოლოლაკი), რომლებიც გამოირჩევა ინტენსიური დასახლებით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და საცობებით, თან, ტურისტულად მიმზიდველია, აიკრძალოს ყველანაირი ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილება. გამონაკლისი შეიძლება იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ჰიბრიდული და ელექტროტრანსპორტი”, — ნათქვამია ანგარიშში.
აღნიშნულ ანგარიშში, გარდა ზემოთქმულისა, წარმოდგენილია ის ინიციატივაც, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერიამ უნდა განიხილოს იმის შესაძლებლობა, რომ შოთა რუსთაველის გამზირი კვირაში ერთხელ (მაგალითად, კვირა დღეს) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიკეტოს და მხოლოდ ქვეითთათვის გაიხსნას.

კომენტარი