კანდელაკის ქუჩაზე 3 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალსადენი განაახლეს

კანდელაკის ქუჩაზე 3 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალსადენი განაახლეს

122
გაზიარება

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურმა” კანდელაკის ქუჩაზე 3 კმ სიგრძის მაგისტრალური წყალსადენი სრულად განაახლა.
წყალმომარაგების სტაბილურობის მიზნით, ახალ სისტემაზე თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურული ელემენტები დაამონტაჟა.
GWP-ის ცნობით, კომპანია ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ხვალ, 10 მაისს განახორციელებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 10 მაისს, დილის 10:00 საათიდან 11 მაისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩების ნაწილს, ასათიანისა და მიმდებარე ქუჩებს, ალ.ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს.
სამუშაოების მიმდინარეობისას კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, “ფეისბუქისა” და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარი