ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა – „გიორგი ლეონიძე – 120 და ლიტერატურის მუზეუმი...

ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა – „გიორგი ლეონიძე – 120 და ლიტერატურის მუზეუმი – 90 “ გაიხსნება

54
გაზიარება

11 მაისს, 18:00 საათზე ლიტერატურის მუზეუმში გამოფენა –  „გიორგი ლეონიძე – 120 და ლიტერატურის მუზეუმი – 90 “ გაიხსნება.
ლიტერატურის მუზეუმის დაარსებას საფუძველი 90 წლის წინ, 1929 წელს მთაწმინდაზე ალექსანდრ გრიბოედოვის გამოფენის გახსნით ჩაეყარა. გამოფენა ამ თარიღსა და გიორგი ლეონიძის დაბადებიდან 120 წლის იუბილეს ეძღვნება.
წარმოდგენილი იქნება პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალა, მუზეუმის დაარსებასთან დაკავშირებული დოკუმენტები და გიორგი ლეონიძის დირექტორობის დროს (1931-1953) შემოწირული თუ შეძენილი ხელნაწერები, ფოტოები, ფერწერულ-გრაფიკული ნამუშევრები, მემორიალური ნივთები, გამოცემები.

კომენტარი