ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში შადრევანი დააზიანეს – ქანდაკებები მერიამ საცავში გადაიტანა

ოპერისა და ბალეტის თეატრის ბაღში შადრევანი დააზიანეს – ქანდაკებები მერიამ საცავში გადაიტანა

142
გაზიარება

თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ბაღში არსებული შადრევანი, კერძოდ, ბალერინების ქანდაკებები დააზიანეს.
თბილისის მერია ამ ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
“თბილისის მერიის “ეკოსერვის ჯგუფმა” ქანდაკებები  საცავში გადაიტანა, მათი შემდგომი რეაბილიტაციის მიზნით. უახლოეს მომავალში მოხდება შადრევნის სრული რეაბილიტაცია და ქანდაკებები  ბაღს დაუბრუნდება.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაუფრთხილდნენ თბილისს, მის კულტურულ მემკვიდრეობას და დედაქალაქის ინფრასტრუქტურას.” – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარი