რატომ ჭრიან დედაენის ბაღში ხეებს?

რატომ ჭრიან დედაენის ბაღში ხეებს?

189
გაზიარება

დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც დედაენის ბაღში მოჭრილი ხეებია ასახული. როგორც “სითი კვირას” თბილისის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული სამუშოები სანიტარული ჭრების ფარგლებში მიმდინარეობს. მერიის კონტრაქტორი კომპანია ხმელ ხეებს ჭრის.
დედაქალაქში მასშტაბური სანიტარული ჭრები რამდენიმე თვის წინ დაიწყო. პროცესი სპეციალური კვლევების საფუძველზე მიმდინარეობს. მოჭრილ ხეებს ახლებით ჩაანაცვლებენ.

კომენტარი