სპორტულ ცენტრ „იმედში“ მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა

სპორტულ ცენტრ „იმედში“ მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა

107
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, თბილისის მერიის ა(ა)იპ ფეხბურთის სპორტულ ცენტრ „იმედში“ მინი ფეხბურთის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა.
ღონისძიება ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში დიდუბის რაიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებული 16 გუნდი მონაწილეობდა.
მატჩების მიმდინარეობისას, I, II და III ადგილებზე გამარჯვებული გუნდები გამოვლინდნენ. ჟიურიმ ასევე, გამოავლინა საუკეთესო მეკარე, მოთამაშე და ბომბარდირი.
დიდუბის რაიონის გამგეობამ გამარჯვებული გუნდები და მოთამაშეები თასებით, სიგელებით, მედლებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დააჯილდოვა.

 

კომენტარი