თბილისში „ხრუშჩოვკების“ რენოვაცია იწყება – პირველი ვარკეთილია

თბილისში „ხრუშჩოვკების“ რენოვაცია იწყება – პირველი ვარკეთილია

452
გაზიარება

ვარკეთილში „ხრუშჩოვკების“  ჩანაცვლება – რენოვაცია იწყება. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში „შპს. ვარკეთილი დიველოფმენთმა“ გაიმარჯვა. ხელშეკრულების პირობემის თანახმად,  უძრავი ქონება დასრულებული სახით მუნიციპალიტეტს მაქსიმუმ სამი წლის ვადაში უნდა გადაეცეს. სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებიდან 6 თვის ვადაში დაიწყება.
როგორც ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურში აცხადებენ, საუბარია ვერკეთილში მდებარე 5 კორპუსზე. აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ბასილაიას განმარტებით, „ვარკეთილი დიველოფმენთის“ მიერ მუნიციპალიტეტისათვის შემოთავაზებული ფართი მინიმუმ 7 500 კვადრატული მეტრი უნდა იყოს.
“ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლებაზე ინტერესთა გამოხატვა მიმდინარე წლის 30 იანვარს მეორედ გამოაცხადდა. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. მიზეზად ბიზნესის მხრიდან ინტერესის არქონა დასახელდა.
არსებული მონაცემებით, მთლიანად თბილისში დაახლოებით, 512 “ხრუშოვკაა”, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს და მათ დაახლოებით, 600 ათასი კვადრატული მეტრი ფართი უკავიათ. „ხრუშჩოვკები“ ძირითადად ვაჟა-ფშაველას კვარტლებში, ნავთლუღში, დიღომში, ნაძალადევში და კრწანისში მდებარეობს.

კომენტარი