რა პრობლემებს ხედავენ ავტომობილების ინსპექტირების პროცესში ტესტირების ცენტრები?

რა პრობლემებს ხედავენ ავტომობილების ინსპექტირების პროცესში ტესტირების ცენტრები?

247
გაზიარება

2018 წლის 1-ელი იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება ეტაპობრივად ამოქმედდა. ინსპექტირების პროცესში ხარვეზებს ხედავს საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაცია და მიიჩნევს, რომ, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამოსაყოფია შემდეგი მიმართულებები:

  1. არაერთგვაროვანი მიდგომები ინსპექტირებისას;
  2. ინსპექტორთა და ინპექტირების ცენტრების მონიტორინგის სისტემის არასრულყოფილება;
  3. არათანაბარი ბიზნესგარემო;
  4. გასაჩივრების არაეფექტიანი მექანიზმი;
  5. ინსპექტორთა პასუხისმგებლობის და დაცვის მექანიზმის არარსებობა;
  6. კანონის არაჯეროვანი აღსრულება;
  7. ასოციაციის მიერ 2017 წელს შექმნილი ერთიანი ელექტრონული ბაზის არდანერგვა.

“ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები და მივიჩნევთ, რომ ამ პრობლემათა დროულად ვერ გადაჭრის გამო, უკვე ზარალდებიან არა მხოლოდ ინსპექტირების სფეროს წარმომადგენლები, არამედ ავტომფლობელებიც. ამავდროულად, მაღალია რისკი, რომ ხელი შეეშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს (ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების შესაბამისად).” – აცხადებენ ასოციაციაში.
მათივე განმარტებით, ასოციაციამ, რომლის წევრებსაც საქართველოს ტესტირების ცენტრები წარმოადგენენ, კვალიფიციური ექსპერტებით გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო. დღეს, 14:00-ზე ისინი გამართავენ საგანგებო შეხვედრას, სადაც არსებულ პრობლემებზე ისაუბრებენ. გარდა ამისა, ორგანიზაციის პრეზიდენტად საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელს, დავით მესხიშვილს წარადგენენ.

კომენტარი