ყვითელ ავტობუსებზე ყალბი დასკვნების გაცემისთვის, ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები დააკავეს

ყვითელ ავტობუსებზე ყალბი დასკვნების გაცემისთვის, ინსპექტირების ცენტრის თანამშრომლები დააკავეს

226
გაზიარება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის დამზადება–გასაღებისა და გულგრილობის ფაქტებზე, მოსამართლის განჩინებით, პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამი ცენტრის ოთხი თანამშრომელი დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ქალაქ თბილისში მდებარე პირველადი ტექნიკური ინსპექტირების სამ ცენტრში, კერძო პირების საკუთრებაში არსებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ კუთვნილ, ტექნიკურად გაუმართავ ე.წ. ყვითელ სამგზავრო ავტობუსებზე გაიცემოდა ყალბი დადებითი დასკვნები.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 220-ე პრიმა მუხლების პირველი ნაწილებით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

 

კომენტარი