17-19 მაისს თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა გაიმართება

17-19 მაისს თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა გაიმართება

61
გაზიარება

თბილისის ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (taf)  17-19 მაისს გაიმართება.
ორგანიზატორების ცნობით, მასშტაბურ სახელოვნებო ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი და საერთაშორისო გალერეები, ასევე სივრცე, სადაც დამოუკიდებელი ხელოვანები მიიღებენ მონაწილეობას.
ExpoGeorgia-ს პავილიონები კიდევ ერთხელ მოუყრის თავს გალერეებს, არტისტებს, კურატორებსა და სტუმრებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. Taf-ის ფარგლებში მოეწყობა მრავალი გამოფენა, პერფორმანსი, ვორკშოპი, საუბრები და სხვა ტიპის აქტივობა.
„გამოფენა აღმოსავლეთი ევროპის, შუა აზიისა და კავკასიის რეგიონის სახელოვნებო სცენებს შორის თანამშრომლობას წახალისებას ემსახურება. აღმოაჩინე თანამედროვე ხელოვნება, მოდი არტფეარზე!“ – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

კომენტარი