თბილისის ზღვის უბნის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

თბილისის ზღვის უბნის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს

69
გაზიარება

აქცია ,,თბილისის ზღვისთვის’’, შპს ,,ეკოსერვის ჯგუფისა” და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თამარ ტალიაშვილის ერთობლივი ინიციატივით, წელსაც გაიმართა. თბილისის ზღვის უბნის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა და მოწესრიგდა.
მოსახლეობას, რომელიც თბილისის ზღვის დასასვენებელ ზონას სტუმრობს, დისკომფორტს უქმნიდა ბალახით დაფარული ტერიტორია, რომელიც გაითიბა და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდა.
სამუშაოები „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თანამედროვე ტექნიკის საშუალებით განახორციელეს. ტერიტორიის დასუფთავებაში მოხალისე ჯგუფებმაც მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარი