მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს

მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს

133
გაზიარება

თბილისის მერიის და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დღეს მთაწმინდის პარკში ახალი ღვინის რიგით მეათე ფესტივალი გაიმართება. წელსვე 10 წელი სრულდება ფესტივალის დამფუძნებლისა და ორგანიზატორის – „ღვინის კლუბის“ დაარსებიდან.
ფესტივალი 12:00 საათზე ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით და მრავალჟამიერის თანხლებით გაიხსნა. ამ ქვევრში ღონისძიების სტუმრებს „ღვინის კლუბის“ მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დახვდათ.
წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობს 78 ღვინის კომპანია, 153 მცირე საოჯახო მარანი და 19 სხვა კომპანია – სულ წარმოდგენილია 250 მონაწილე.
ახალი ღვინის ფესტივალის სტუმრებს ელით – კახეთის, ქართლის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, რაჭა-ლეჩხუმის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის საუკეთესო ღვინოები: რქაწითელი, საფერავი, ოცხანური საფერე, ქისი, ხიხვი, ჩინური, მწვანე კახური, თავკვერი, შავკაპიტო, ოჯალეში, ორბელური ოჯალეში, ალექსანდროული, მუჯურეთული, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, წულუკიძის თეთრა, ჩხავერი, ძელშავი, სხილათუბანი, კუნძა, ხიდისთაური, კახური მცვივანი, საფერავი ბუდეშურისებრი და სხვა.

კომენტარი