ასობით კილომეტრი მიწის ქვეშ – ყველაზე დიდი მეტროების ათეული მსოფლიოში

ასობით კილომეტრი მიწის ქვეშ – ყველაზე დიდი მეტროების ათეული მსოფლიოში

207
გაზიარება

მსოფლიოში  პირველი მეტრო ლონდონში 1863 წელს ააშენეს და მისი სიგრძე სულ რაღაც 6 კილომეტრი იყო. თითქმის, საუკუნენახევრის შემდეგ მსოფლიოში უკვე 200 მეტრო ფუნქციონირებას და მისი სიგრძე ათეულობით ათას კილომეტრს აღწევს.
472 სადგური და 373 კილომეტრი სიგრძეში – ეს  ნიუ-იორკის მეტროპოლიტენია, რომელიც 1904 წელს გაიხსნა და ყოველწლიურად მილიარდამდე მგზავრს ემსახურება.

4234324-728x486

სეული – სადგურების რაოდენობა 429.

4234324-728x486

სეულის მეტრომ ფუნქციონირება 1974 წელს დაიწყო. 393 კილომეტრი სიგრძის მეტროპოლიტენი, ყოველწლიურად, 2.5 მილიარდ მგზავრს ემსახურება.

შანხაი – სადგურების რაოდენობა 365.

Шанхай

შანხაის მეტრომ ფუნქციონირება 1993 წელს დაიწყო. ხაზების საერთო სიგრძე 538 კილომეტრია. ყოველწლიურად შანხაის მეტროთი 2.2 მილიარდი ადამიანი მგზავრობს.

პეკინი – სადგურების რაოდენობა 343.

Пекин

პეკინის მეტრო  მსოფლიოში ყველაზე გადატვირთულია. 3.2 მილიარდ მგზავრს წელიწადში 343 სადგური ემსახურება. შთამბეჭდავია მეტროპოლიტენის სიგრძეც, საერთო ჯამში, 574 კილომეტრი.

პარიზი – სადგურების რაოდენობა 303.

4234324-728x486

პარიზში მეტრომ 1900 წელს დაიწყო ფუნქციონირება. პარიზული მიწისქვეშეთის საერთო სიგრძე 220 კილომეტრია და ყოველდღიურად მისით 4 მილიონი მგზავრი სარგებლობს.

მადრიდი – სადგურების რაოდენობა 301.

4234324-728x486

ესპანეთის დედაქალაში მეტროპოლიტენი 1919 წელს გაიხსნა. მადრიდის მეტრო ყოველწლიურად 500 მილიონ მგზავრს ემსახურება და მისი სიგრძე სულ რაღაც 293 კილომეტრია.

ტოკიო – სადგურების რაოდენობა 290.

4234324-728x486

ტოკიოს მეტროს პარამეტრები,  290 სადგური და  310 კილომეტრი სიგრძეში, ერთი შეხედვით, არც ისე შთამბეჭდავია, თუმცა იაპონიის დედაქალაქში ტრანსპორტის ამ საშუალებას ყოველწლიურად 3.2 მილიარდზე მეტი ადამიანი იყენებს.

კომენტარი