გაცემული 382 ვაუჩერიდან მხოლოდ 78 გამოიყენეს – რა მოხდება, თუ ტაქსების გადაღებვა...

გაცემული 382 ვაუჩერიდან მხოლოდ 78 გამოიყენეს – რა მოხდება, თუ ტაქსების გადაღებვა ვერ მოესწრება?

256
გაზიარება

ტაქსების თეთრად გადაღებვა 1-ელი მარტიდან დაიწყო.  ავტომობილების გადაღებვას კომპანია “ალმა” უზრუნველყოფს, რომელსაც თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება 20 წლით გადაეცა.
როგორც “სითი კვირას” კომპანია “ალმაში” განუცხადეს, 13 მაისის დილის მონაცემებით, გადაღებვის ვაუჩერი 382-მა, ხოლო ქიმწმენდის ვაუჩერი 52-მა მძღოლმა აიღო. კომპანიის ცნობით, ავტომობილი ჯერჯერობით სულ 78-მა მძღოლმა გადაღება.
აღსანიშნავია, რომ ტაქსების რეგულაციის პირველი ეტაპი 1-ელ ოქტომბრამდე გრძელდება. სწორედ ამ დრომდე უნდა მოესწროს ტაქსების გადაღებვა.
თბილისის მერიის ინფორმაციით, რეფორმის მეორე ეტაპის დაწყება არ გადავადდება, მიუხედავად იმისა, მოასწრაბენ თუ არა მძღოლები ავტომობილების გადაღებვას.
taxi.tbilisi.gov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე ლიცენზიას 29 509 ტაქსი ფლობს.

კომენტარი