ტენისის მაგიდები და მოსასვენებელი პავილიონი – როგორი იქნება სკვერი, რომელიც გლდანს მალე...

ტენისის მაგიდები და მოსასვენებელი პავილიონი – როგორი იქნება სკვერი, რომელიც გლდანს მალე შეემატება

182
გაზიარება

გლდანის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, მეხუთე მიკრორაიონში მდებარე N17 და N24 კორპუსების მიმდებარედ საზოგადოებრივი სივრცის მოწყობა იწყება. ამ ეტაპზე მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების შედეგად, დაახლოებით, 7 000 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა მოეწყობა. ასევე, დაითესება ბალახი, მოეწყობა ტენისის მაგიდები და სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა განთავსდება.
გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე მოსახლეობას შეხვდა და პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯეო პარკი” ახორციელებს. სკვერის რეაბილიტაციისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 496 842 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

გლდანის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

გლდანის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.გლდანის რაიონის გამგეობა-ს ფოტო.

კომენტარი