იშვიათი სახეობის კაკაბი ბუნებაში აღდგენის მიზნით გაუშვეს

იშვიათი სახეობის კაკაბი ბუნებაში აღდგენის მიზნით გაუშვეს

124
გაზიარება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოში 2016 წლიდან ფაუნის ადგილობრივი სახეობების მოშენება მიმდინარეობს. სააგენტოს ტერიტორიაზე კაკბები, კოლხური ხოხბები და  „ლურჯი ფრინველი“ ანუ ხონთქრის ქათმები ბინადრობენ. ველურ გარემოში აღდგენის  მიზნით, სააგენტომ ადგილობრივი სახეობის კაკაბის 30 ფრთა ბუნებაში გაუშვა.
უწყების ცნობით, საქართველოში კაკაბი კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარისა და თრიალეთის ქედებზე  ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე, მთისწინებიდან თოვლის ხაზამდე ბინადრობს.
ველური ბუნების სააგენტოში გარეულ ფრინველთა ორნიტოფაუნა 2017 წელს აშენდა, მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები და საინკუბატორო საწიწილე ნაგებობები.

კომენტარი