საგანგაშო არაფერია, იპოდრომის ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

საგანგაშო არაფერია, იპოდრომის ტერიტორიაზე სანიტარული ჭრები მიმდინარეობს

163
გაზიარება
ფოტოები გამოქვეყნდა "ფეისბუქგვერდზე" - "ჩემი ქალაქი მკლავს"

სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც იპოდრომის ტერიტორიაზე მოჭრილი ხეებია ასახული. როგორც “სითი კვირამ” გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში გაარკვია, იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი სნიტარული ჭრები მიმდინარეობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭრიან ხმელ ხეებს, რომელთაც მალე ახლებით ჩაანაცვლებენ.
მათივე ცნობით, სამუშაოები დღეს შეჩერებულია და პროცესი, სავარაუდოდ, ხვალ განახლდება.

კომენტარი