ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგი აღარ მოეწყობა – რატომ შეცვალა „იქს 2“-მა გადაწყვეტილება?

ფილარმონიასთან მიწისქვეშა პარკინგი აღარ მოეწყობა – რატომ შეცვალა „იქს 2“-მა გადაწყვეტილება?

163
გაზიარება

ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი აღარ მოეწყობა. კომპანია „იქს 2“-მა, რომელსაც აღნიშნული პროექტი უნდა განეხორციელებინა, გადაწყვეტილება შეცვალა. ამის მიზეზი ის კვლევები გახდა, რომელთა მიხედვითაც დადგინდა, რომ კომპანია პროექტში ჩადებულ თანხას 18 წელი ვერ ამოიღებდა.
როგორც  „იქს 2“-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, ვალერიან კირკიტაძემ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, კომპანიისა და თბილისის მერიის გათვლები ერთმანეთს არ დაემთხვა. გერმანელი სპეციალისტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ობიექტი მომგებიანი ვერ იქნება.
პარკინგის მშენებლობის საინვესტიციო მოცულობა 11 მილიონ ლარს შეადგენდა და მას 180 ავტომობილი უნდა დაეტია.
აღსანიშნავია, რომ თბილისში, დაახლოებით, 2000 საპარკინგე ადგილია, სადაც საპარკინგე ინფრასტრუქტურის შექმნაა შესაძლებელი. რესურსი იმისა, რომ თბილისში საპარკინგე ადგილები გაიზარდოს არის, თუმცა ამ რესურსის გამოყენება ვერ ხერხდება. მაგალითად, მერიას ორჯერ მოუხდა ინტერესთა გამოხატვის გამოცხადება სამ კონკრეტულ ლოკაციაზე, თუმცა თითქმის უშედეგოდ. ბიზნესისათვის მხოლოდ ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორია აღმოჩნდა საინტერესო, მაგრამ, როგორც უკვე გავიგეთ, გადაწყვეტილება შეიცვალა.

 

კომენტარი