აფხაიძის I შესახვევში საგზაო სამუშაოები სრულდება

აფხაიძის I შესახვევში საგზაო სამუშაოები სრულდება

80
გაზიარება

საბურთალოს რაიონში, აფხაიძის I შესახვევში გზის რეაბილიტაცია სრულდება.
სამუშაოების ფარგლებში, 1000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება. ასევე, დამცავი მოაჯირები დამონტაჟდა.
ინფრასტრუქტურული პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობისთვის გადაადგილება ბევრად უფრო კომფორტული გახდება.
საგზაო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 44 700 ლარს შეადგენს, კომპანია “ცეკური“ ასრულებს.

კომენტარი