ბექა ოპიზრის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი ახალი კედელი ეწყობა

ბექა ოპიზრის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი ახალი კედელი ეწყობა

37
გაზიარება

ბექა ოპიზრის N6ის მიმდებარედ გრუნტის დამჭერი ახალი კედლის მშენებლობა დაიწყო.
ახალი კედლის მოწყობა მოსალოდნელი საფრთხისგან იცავს, როგორც მიმდებარე კორპუსების მაცხოვრებლებს, ასევე, ოპიზრის ქუჩაზე მოძრავ ავტომანქანებსა და ფეხით მოსიარულეებს, რადგანაც გზის ჩამოშლის საშიშროება არსებობდა.
კედელს, რომლის მოცულობა 68 კუბ/მ-ია, შპს „ინსტალ +„ ივნისის დასაწყისში დაამთავრებს.
უსაფრთხოების მიზნით, კრწანისის გამგეობა საყრდენი კედლების მშენებლობას ერთდროულად რამდენიმე მისამართზე აგრძელებს.

კომენტარი