თბილისში შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

თბილისში შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაცია იწყება

46
გაზიარება

თბილისის მუზეუმების გაერთიანება შიო არაგვისპირელის მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს.როგორც მუზეუმების გაერთიანების განცხადებაშია ნათქვამი, არაგვისპირელის მუზეუმში დაცული მემორიალური ნივთები 2016 წლიდან გადატანილია ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის დაცულ ფონდში, მერიის კულტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზე და დალუქულია საქართველოს სამუზეუმო ფასეულობათა დაცვის ინსტრუქციის შესაბამისად. შენობა გამარჯვებულ კომპანიას გუშინ გადაეცა სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, შესაბამისად, ის დაიცალა ძველი სტენდებისგანაც.
როგორც ირკვევა, პროექტით გათვალისწინებულია ძეგლის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები ისე, რომ სრულად იქნება დაცული როგორც ძეგლის არქიტექტურული თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები. ასევე, შენარჩუნებული იქნება ავთენტური კედელი და საბუხრე.
სამუშაოები უნდა დასრულდეს 4 თვეში და მისი ღირებულებაა 125 821 ლარი. რეაბილიტაციის პროცესს ზედამხედველობას პროექტის ავტორთა ჯგუფი და თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანების ფონდებისა და კოლექციების სამსახური გაუწევს.

კომენტარი