მუზეუმების საერთაშორისო დღეს ხელოვნების სასახლე მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს

მუზეუმების საერთაშორისო დღეს ხელოვნების სასახლე მრავალფეროვანი პროგრამით უმასპინძლებს

77
გაზიარება

18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, ხელოვნების სასახლე სტუმრებს კვლავინდებურად მრავალფეროვანი პროგრამით სრულიად უფასოდ უმასპინძლებს.
19:00 საათზე ხელოვნების სასახლის „უკვდავთა ბაღში“ საღამო ანსამბლ „რუსთავის” მიერ შესრულებული ქართული ნაციონალური ცეკვით გაიხსნება.
19:30 საათზე ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია გახსნის გამოფენას „ქართული ეროვნული სამოსი – ისტორია და თანამედროვეობა“. ექსპოზიციის ფარგლებში, ხელოვნების სასახლეში დაცულ ისტორიული კოსტიუმებთან ერთად, წარმოდგენილი იქნება ნაციონალური სამოსის სახლის მიერ ეროვნულ მოტივებზე შექმნილი თანამედროვე ქართული სამოსიც.
20:00 საათზე ხელოვნების სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველი დრამერები წარმოადგენენ დასარტყამი და სასულე საკრავების შოუს.
21:30 საათზე პროექტის – „დიდი მხატვრების შედევრები“ – ფარგლებში, პალიტრა მედიასა და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ მოეწყობა იტალიელი მხატვრის, ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება.
23:00 საათზე საღამო დასრულდება გრანდიოზული ფეიერვერკით.

კომენტარი