როგორ ვიმგზავროთ კაფეებისა და ციხესიმაგრეების ქალაქში – ტრანსპორტი ბუდაპეშტში

როგორ ვიმგზავროთ კაფეებისა და ციხესიმაგრეების ქალაქში – ტრანსპორტი ბუდაპეშტში

78
გაზიარება

ბოლო დროს უნგრეთის დედაქალაქი ბუდაპეშტი საქართველოს მოქალაქეებისათვის საკმაოდ პოპულარული ტურისტული მიმართულება გახდა.  უცხო ქალაქში გადაადგილება ყოველთვის გარკვეულ სირთულეებს უკავშირდება. შესაბამისად, გთავაზობთ ერთგვარ გზამკვლევს იმის შესახებ, თუ  როგორ ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნგრეთის დედაქალაქში, როგორია სატარიფო პოლიტიკა და როგორ მოვხვდეთ აეროპორტიდან დანიშნულების ადგილზე.

2a34a3f4-13c5-11e8-a779-6e714efd800d.800x600საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულ მუშაობაზე  ბუდაპეშტში  ქალაქის მუნიციპალიტეტთან ერთად კერძო სატრანსპორტო კომპანია   BKV-ია  პასუხისმგებელი. ყველა სახის ტრანსპორტის სამუშაო საათები დილის 4 საათზე იწყება და 23 საათზე სრულდება.

biletomat-v-aeroporte-budapeshtaქალაქში ავტობუსების 200, ტრამვაის 30 და ტროლეიბუსების 15 მარშრუტი ფუნქციონირებს.  ბუდაპეშტის მეტრო კონტინენტურ ევროპაში ყველაზე ძველია. ის 1896 წელს ააშენეს და 4  სხვადასხვა მიმართულებას აერთიანებს. ყოველდღიურად ბუდაპეშტის მეტროპოლიტენი 1 200 ათას მგზავრს ემსახურება.

komposter-v-tramvae-v-budapeshteყველაზე გადატვირთული ტრანსპორტი უნგრეთის დედაქალაქში ტრამვაია. ტრამვაის პირველი ხაზი აქ 1866 წელს აშენდა. გაცილებით გვიან, 1915 წელს გამოჩდნენ პირველი ავტობუსები.  კიდევ უფრო გვიან, 1933 წელს დაიწყო ფუნქციონირება ტროლეიბუსების პარკმა.
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახეობა ბუდაპეშტში 3-4 წუთიანი ინტერვალით მოძრაობს. გამონაკლისი მხოლოდ მეტროა. მოცდის რეჟიმი აქ  1.5 – 2 წუთს არ აღემატება.

790_528_fixedwidthსამგზავრო ბილეთები ბუდაპეშტში ქუჩებში განთავსებულ სპეციალურ კიოსკებში და ფორთოხლისფერ ავტომატებში იყიდება. მათი გამოყენება ყველა სახის ტრანსპორტში შეიძლება. 60 წუთი ავტობუსით, მეტროთი ან ტროლეიბუსით  მგზავრობა 450 ფორინტი (დაახლოებით 3.5 ლარი) ღირს. მეტროთი მგზავრობა იგივე დროის განმავლობაში, შედარებით იაფად,  250 ფორინტად არის შესაძლებელი.  მოქმედებაშია ასევე, 1-დღიანი, (1650 ფორინტი)  3-დღიანი  (4150 ფორინტი) და 7-დღიანი ( 4970 ფორინტი) აბონემენტები. ბილეთი ტრანსპორტში ასვლისთანავე კომპოსტირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, 15 ათსი ფორინტით დაჯარიმდებით.
ტურისტებისათვის უფრო მოსახერხებელია  Budapest Card -ის შეძენა, რომელიც ყველა სახის ტრანსპორტით შეუფერხებელი მგზავრობის საშუალებას იძლევა. 1-დღიანი Budapest Card 4 500 ფორინტი ღირს, 2-დღიანი 8 500 ფორინტი, ხოლო 3-დღიანი 8 900 ფორინტი.

sutochnyj-bilet-v-budapeshteტაქსის ფასი ბუდაპეტში ფიქსირებულია და 1 კილომეტრი 280 ფორინტი ღირს. ამას მემატება ჩაჯდომის საფასურიც, 450 ფორინტი.
ციხესიმაგრე ბუდაზე ასვლის მსურველების განკარგულებაშია ფუნიკულიორი. ფუნიკულიორის დაბალ და მაღალ სიმაღლეებს შორის სხვაობა 48 მეტრია. ფუნიკულიორით სულ რაღაც 100 მეტრის გასავლელად 1000 ფორინტის გადახდა მოგიწევთ.  ორმხრივი ბილეთი 1700 ფორინტი დაგიჯდებათ.

2133649c-e35c-11e8-a91d-025c4c6e7a28.800x600

ბუდაპეშტში გადაადგილება წყლის ტრანსპორტითაც არის შესაძლებელი. ერთსაათიანი მგზავრობა ამ შემთხვევაში 400 ფორინტი დაგიჯდებათ.
ეს არის ის, რაც მოკლედ ბუდაპეშტის სატრანსპორტო სისტემის შესახებ შეიძლება ითქვას.

კომენტარი