ქვემო სამგორში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

ქვემო სამგორში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა

120
გაზიარება

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული ინფრასტრუქტურისა და დასასვენებელი სივრცეების მოწყობას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. კეთილმოწყობის სამუშაოები სამგორის გამგებლის მოადგილემ სოსო ბურდულაძემ, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად დაათვალიერა.
ახალი სპორტული მოედნის მოწყობა გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკში მიმდინარეობს. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი თანამედროვე სტანდარტის იქნება. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური პანდუსი მოეწყობა და შშმ პირთათვის სრულად ადაპტირებული გარემო შეიქმნება. ასევე, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა.
ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედნის მოწყობისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 190 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „გლობალ სტანდარტმშენი“ აწარმოებს.
ამასთან, ქვემო სამგორში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე ეწყობა. გარდაბნის გზატკეცილზე N145-146-ის მიმდებარედ, ახალი სკვერი უახლოეს მომავალში გაიხსნება. პროექტის ფარგლებში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 900 კვ.მ ფართობზე სრულდება. კაუჩუკისსაფარიან მოედნებზე სხვადასხვა ტიპის საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდება. ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია საბაღე სკამები და ურნები, მონტაჟდება გარე განათების სისტემა. ასევე, საფეხმავლო ბილიკები დეკორატიული ფილებით მოპირკეთდა.
აღნიშნული პროექტი სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 84 000 ლარი გამოიყო.

კომენტარი