გლდანის რაიონში ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

გლდანის რაიონში ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება

124
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობის მიერ ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია სრულდება, რომლის ფარგლებშიც, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
ბოლო ეტაპის სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გალაქტიონ ბუაძე, გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.
პროექტის შედეგად, 530 გრძივ მეტრზე სანიაღვრე ქსელი, ბორდიური და ფეხით სავალი ბილიკი მოეწყო. ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კი აღნიშნულ ტერიტორიაზე გარე განათების ბოძები შეცვალა და LED განათების სისტემა დაამონტაჟა.
„ავჭალაში, ფოცხიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვასრულებთ. პროექტის ფარგლებში, გამოიცვალა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე, დამონტაჟდა LED სანათები. გზის რეაბილიტაცია 5 000 კვ. მეტრ ფართობზე განხორციელდა და გლდანის რაიონს კიდევ ერთი განახლებული ქუჩა შეემატა“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და ჭადრის 40 ნერგი დაირგო.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენკა“ ასრულებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 505 000 ლარი გამოიყო.
ფოცხიშვილის ქუჩაზე ასევე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე იმყოფებოდა.

კომენტარი