დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა – რომელი ქვეყნიდან ჭარბობენ ტურისტები?

დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდა – რომელი ქვეყნიდან ჭარბობენ ტურისტები?

90
გაზიარება

2019 წლის 4 თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა 13%-ით გაიზარდა და 113 251 შეადგინა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ცნობით, ვიზიტორთა შორის 54% ქართველია, ხოლო 46% უცხოელი.
2019 წლის 4 თვის მონაცემებით ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა:
თბილსის ეროვნულ პარკს;
პრომეთეს მღვიმეს; 
ყაზბეგის ეროვნულ პარკს;
მარტვილის კანიონს;
მტირალას ეროვნულ პარკს.
საერთაშორისო ვიზიტორებიდან დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა: გერმანიიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ინდოეთიდან და რუსეთიდან.
დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს ქვეყანაში ეკოტურიზმის განვითარებას. უკვე გაიხსნა ახალი ეკოტურისტული მიმართულება სოფელ კინჩხაში – ოკაცეს ჩანჩქერი.
ასევე, მნიშვნელოვანი სიახლეებია სერვისის გაუმჯობესების კუთხითაც. მაისის თვიდან დაინერგა ბილეთების გაყიდვის ელექტრონული სისტემა, რაც ვიზიტორებს საშუალებას აძლევს წინასწარ დაგეგმონ ტერიტორიებზე ვიზიტი.

კომენტარი