“თბილისის მიკროავტობუსთან” დადებული ხელშეკრულების პირობები შეიცვლება

“თბილისის მიკროავტობუსთან” დადებული ხელშეკრულების პირობები შეიცვლება

149
გაზიარება

თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის, მამუკა მუმლაძის განცხადებით, ქალაქის ხელმძღვანელობის მიერ სატრანსპორტო მიმართულებით გატარებულმა პოლიტიკამ და “მარშუტკების” წინააღმდეგ მიმართულმა უკმაყოფილების მუხტმა კომპანია “თბილისის მიკროავტობუსი” დააფიქრა. მისივე თქმით, კომპანია მზად არის, დაემორჩილოს “სისტრას” კვლევას, რომლის შედეგებიც ახლო მომავალში გახდება ცნობილი. როგორც მამუკა მუმლაძემ რადიო „პალიტრას“ ეთერში აღნიშნა, იგეგმება კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლა, რის გამოც, “თბილისის მიკროავტობუსს” ახალ მოდელზე გადაწყობა მოუწევს.
“მართალია, მიკროავტობუსები მოკლე რეისებზე იმოძრავებს, თუმცა, იქ რამდენიმე ისეთი მიკროავტობუსი უნდა მუშაობდეს, რომელიც შშმ პირისთვის ადაპტირებული იქნება, ისევე როგორც ახალი ავტობუსები. მინდა, ხაზგასმით ვთქვა ისიც, რომ მიკროავტობუსებში დასაქმებული 1800-მდე მძღოლი უმუშევარი არ დარჩება,“- განაცხადა მუმლაძემ.
შესაბამისად, თუ რას მოიმოქმედებს “თბილისის მიკროავტობუსი”, ეს “სისტრას” დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. როგორც აღნიშნულ კომპანიაში “სითი კვირასთან” საუბრისას  განმარტავენ, მათთვის მოქალაქეების კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება პრიორიტეტია.

კომენტარი