თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

174
გაზიარება

საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.
სოფიო ხუნწარიამ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თბილისის ხელოვნების  ბაზრობას დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარი კულტურული მოვლენა უწოდა.
„უკვე მეორე წელია,  თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტარდება თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა. ეს ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა. წელს ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილია  16 ქვეყნის   გალერეა, ასევე,   თანამედროვე მხატვრებს და არტისტებს  ინდივიდუალურად აქვთ წარმოდგენილი თავიანთი ნამუშევრები. ჩამოსულია, დაახლოებით,  1000-მდე სტუმარი, კურატორები და  გალერეები.  ეს მნიშვნელოვანი პროცესია იმისთვის, რომ ქართველ მხატვრებს  საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა მიეცეთ“, – განაცხადა სოფია ხუნწარიამ.
“ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით, უკვე მეორედ იმართება თბილისის ხელოვნების ბაზრობა და ის 19 მაისამდე გასტანს.
ბაზრობაში წელს 16 ქვეყნის 30-მდე გალერეა და 35-მდე ხელოვანი მონაწილეობს. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.
TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც მეტწილად ფოკუსირებულია შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებზე, მათ მდიდარ სახელოვნებო სცენებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან.
ბაზრობის გახსნის ცერემონიის პარალელურად, დღეს, სხვა ღონისძიებებიც გაიმართება.

კომენტარი