კოჯორში ახალი რესტორანი – “ვახშამი ცაში” – გაიხნსა

კოჯორში ახალი რესტორანი – “ვახშამი ცაში” – გაიხნსა

403
გაზიარება

კოჯორში, “ბიოლის” ცენტრში ახალი რესტორანი – “ვახშამი ცაში” გაიხსნა. ის მსოფლიოს მასშტაბით მოქმედი კონცეფციის – Dinner in the Sky-ს ანალოგია.
სტუმრებს ვახშმობა 50 მეტრის სიმაღლეზე, სპეციალურ ამწეზე დაკიდებულ მაგიდასთან შეუძლიათ. რესტორანი ერთდოულად 22 ადამიანს ემსახურება.
მიუხედავად იმისა, რომ „ფრენა“ უსაფრთხოა, სტუმრებს რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება მოუწევთ. მაგალითად, საპირფარეშოთი სარგებლობა სიმაღლეზე შეუძლებელია, აკრძალულია მოწევაც.
Dinner in the Sky კონცეფციის პირველი რესტორანი ბელგიაში 2006 წელს გაიხსნა.

კომენტარი