„მეტრა დეველოპმენტს“ ბაგებში მშენებლობის ნებართვა შეუჩერდა

„მეტრა დეველოპმენტს“ ბაგებში მშენებლობის ნებართვა შეუჩერდა

128
გაზიარება

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაგებში “მეტრა დეველოპმენტის” ახალი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მოქმედება შეაჩერა.
„ კომერსანტის“ იჰფორმაციით, გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოსცა განჩინება, რომლის ძალითაც თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2019 წლის 14 მარტის #4415185 ბრძანება შეჩერდა. ანუ, შეჩერდა მშენებლობის იმ ნებართვის მოქმედება, რომელიც არქიტექტურის სამსახურის მიერ კომპლექსის მოსახლეობის სამართლიანი პროტესტის და საპროექტო დოკუმენტაციაში არსებული მრავალრიცხოვანი ხარვეზის უგულებელყოფის ფონზე იყო გაცემული.
“პროექტი ცალსახად ეწინააღმდეგება გარემოს დაცვისა და ჯანსაღი გარემოს შექმნის კანონმდებლობით რეგლამენტირებულ ნორმებს, უკვე არსებული  მობინადრეების ინტერესებს და რაც მთავარია, ქმნის სერიოზულ საფრთხეებს კომპლექსის მიმდებარე გარემოსთვის ეკოლოგიური თვალსაზრისით. მშენებლობის ნებართვის შეჩერებით სასამართლომ ერთადერთი   სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რადგანაც საქმეში არსებული მტკიცებულებათა სტანდარტი პირდაპირ და ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ საპროექტო სამუშაოების განხორციელება ზიანს მიაყენებს და ხელყოფს მოსარჩელეთა კანონიერი უფლებებსა და ინტერესებს (ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება, ეკოლოგიური და გარემოსდაცვითი მოთხოვნების დაცვა). ამ საფრთხეების თაობაზე არაერთ საექსპერტო დასკვნაშია აღნიშნული, რაც ყველა დაინტერესებულ პირსთვის, მათ შორის თბილისის მერიისთვისაც იქნა წარდგენილი“,  – აცხადებს „მეტრა პარკის“ საცხოვრებელი კომპლექსის მობინადრეთა  ადვოკატი  გენადი ზარანდია.
ადვოკატი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დასაბუთებული დიდი ეჭვითა და წარდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად,  სასამართლომ დაადგინა მოსარჩელეთა უფლებების რეალიზაციისა და კანონიერი ინტერესების დაცვის შეუძლებლობის საფრთხე, რაც გახდა კიდეც შეჩერების მექანიზმის გამოყენების საფუძველი.

კომენტარი