მთაწმინდაზე, 1100 კვ.მ ფართობზე სავალი ნაწილი შეაკეთეს

მთაწმინდაზე, 1100 კვ.მ ფართობზე სავალი ნაწილი შეაკეთეს

52
გაზიარება

მთაწმინდაზე, კრავეიშვილის ქუჩის მონაკვეთიდან ჩიტაძისა და მთაწმინდის შესახვევებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.
1100 კვ.მ ფართობზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სავალ ნაწილს, რაც შეუზღუდავ გადაადგილების აფერხებდა.
პროექტის ფარგლებში, სამივე ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, ასევე, კეთილმოეწყო ტროტუარები და მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები.
საგზაო სამუშაოები, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმამ“ შეასრულა.

კომენტარი