ნიადაგში მოხვედრილი ნარჩენის დაშლის პერიოდის შესახებ თბილისში საინფორმაციო დაფები განათავსეს

ნიადაგში მოხვედრილი ნარჩენის დაშლის პერიოდის შესახებ თბილისში საინფორმაციო დაფები განათავსეს

112
გაზიარება

პროექტის – “გაუფრთხილდი ქალაქს” – ფარგლებში, „თბილსერვის ჯგუფმა“, ცნობიერების ამაღლების მიზნით, დედაქალაქის ბაღებსა და პარკებში 20 ლოკაციაზე საინფორმაციო დაფები განათავსა. საინფორმაციო დაფებზე დატანილია ინფორმაცია ნიადაგში მოხვედრილი ნარჩენის სრულად დაშლის პერიოდის შესახებ.
საინფორმაციო დაფები განთავსებულია:
1. ვაკის პარკში;
2. მთაწმინდის პარკში;
3. მზიურის პარკში;
4. დიღმის ტყე-პარკში;
5. ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში;
6. ვაჟა-ფშაველას პარკში;
7. ვასო გოძიაშვილის სახელობის ბაღში;
8. მუშთაიდის ბაღში;
9. პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში;
10. ბუკიას ბაღში;
11. საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღში;
12. დედა ენის ბაღში;
13. ვერის ბაღში;
14. 9 აპრილის სახელობის ბაღში;
15. გიორგი ლეონიძის სახელობის ბაღში;
16. ჯანსულ კახიძის სახელობის ბაღში;
17. მარშალ გელოვანის სახელობის ბაღში;
18. ტექსელის სახელობის ბაღში;
19. სანდრო ეულის ალეაში;
20. გლდანის 6 მ/რ, 17 კორპუსთან მდებარე სკვერში.

კომენტარი