საბურთალოს ორი მისამართზე ეზოს კეთილმოწყობა დასრულდა

საბურთალოს ორი მისამართზე ეზოს კეთილმოწყობა დასრულდა

91
გაზიარება

საბურთალოს რაიონში ორ მისამართზე ეზოების კეთილმოწყობა დასრულდა. პეკინის გამზირი N7-სა და დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩა N2-ის მიმდებარე ტერიტორია მოწესრიგდა.
სამუშაოების ფარგლებში, პეტრიწის N2-ის მიმდებარედ განახლდა ბორდიური და 2100 კვ.მ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, ხოლო პეკინის გამზირი N7-ის ეზოში 620 კვ.მ ფართობი მოწესრიგდა.
სამუშაოები გამგეობის დაკვეთით კომპანია „სკინჩმა“ განახორციელა.

კომენტარი