ქვემო სამგორში სანიაღვრე ქსელი ეწყობა

ქვემო სამგორში სანიაღვრე ქსელი ეწყობა

118
გაზიარება

სამგორის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა სხვადასხვა მისამართზე ხორციელდება. ამჟამად სამუშაოები ქვემო სამგორში, წმ. ბარბარეს უბანში მიმდინარეობს.
წმ. ბარბარეს N193-დან ნაკადულის ქუჩის პირველ გასასვლელამდე 650 გრძივი მეტრის სიგრძის სანიაღვრე ქსელი მოეწყობა. პროექტის განსახორციელებლად სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 127 000 ლარი გამოიყო. სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია “ამხანაგობა ე.ნ.კ.ა.“ ახორციელებს. ქსელის მოწყობა თვის ბოლომდე დასრულდება.
სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილემ სოსო ბურდულაძემ, თბილისის საკრებულოში სამგორის მაჟორიტარ დეპუტატ ქეთევან მამულაშვილთან ერთად დაათვალიერა.
აღნიშნული პროექტის გარდა, ამჟამად, სამგორის გამგეობა სანიაღვრე ქსელების მოწყობას ვარკეთილის მეორე რიგსა და ვარკეთილის მე-2 მიკრორაიონში, N178 სკოლის მიმდებარედ ახორციელებს.

კომენტარი