გლდანის რაიონში შვიდ მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

გლდანის რაიონში შვიდ მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო

188
გაზიარება

გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, შვიდ მისამართზე ფიტნეს ზონა მოეწყო.
ილორის ქუჩა N2, პირველი მიკრორაიონი N4-5, მეექვსე მიკრორაიონის N22 კორპუსის მიმდებარედ დამონტაჟდა სხვადასხვა დატვირთვის სავარჯიშო ტრენაჟორი, დაიგო კაუჩუკის საფარი და ზონები გადაიხურა. გლდანის I მიკრორაიონის N1-N1 ა, გლდანის მე-2 მ/რ N46 – 47; გლდანის მეშვიდე მიკრორაიონის N4 კორპუსებთან და კაჭარავას ქუჩა N37-39 კორპუსის მიმდებარედ კი რამდენიმე დატვირთვის ტრენაჟორი განთავსდა.
სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “ჯეო პარკი” ახორციელებს, გამგეობის ბიუჯეტიდან 75 703 ლარი დაიხარჯა.
მიმდინარე წელს ტრენაჟორები, ჯამში, 15 მისამართზე დამონტაჟდა.

კომენტარი