თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს უერთდება

თბილისის საკრებულო მუზეუმების საერთაშორისო კვირეულს უერთდება

68
გაზიარება

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით, მუზეუმების საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, პროექტი „თბილისის მუზეუმების კვირეული” წელს მეორედ გაიმართება.
პროექტი თბილისის მუზეუმების გაერთიანებასთან თანამშრომლობითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
„ამ ინიციატივის მიზანია მუზეუმების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების დაახლოება ისტორიულ მემკვიდრეობასთან და მათი ჩართვა შემოქმედებით-საგანმანათლებლო აქტივობებში,’’-განაცხადა საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ,  თამარ ტალიაშვილმა.
თბილისის მუზეუმებში მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდა. შეიქმნა სისტემატიზირებული და კოორდინირებული მენეჯმენტი, მოხდა მუზეუმების მოდერნიზება და პოპულარიზაცია, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახტანგ ჭაბუკიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის მუზეუმებს. 18 მაისს კოტე და სოსო წერეთლების სახელობის განახლებული მუზეუმი გაიხსნება. ასევე, მზადაა გალაკტიონის და შიო არაგვისპირელის მუზეუმების სარემონტო სამუშაოების პროექტები, რომელიც მიმდინარე წელს განხორციელდება.
კვირეულის ფარგლებში,  საკრებულოს 24  მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობით, თბილისის ათივე რაიონიდან 500-მდე მოსწავლე დაათვალიერებს და ჩაერთვება მუზეუმებში არსებულ საგანმანათლებლო პროგრამებში.

კომენტარი