ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა

ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბე 2019“ გაიმართა

317
გაზიარება

დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანზე ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბე 2019“ ჩატარდა.
ჩემპიონატში დიდუბელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 14 გუნდი მონაწილეობდა.
ტურნირის მიმდინარეობისას გამარჯვებული გუნდები და მოთამაშეები გამოვლინდნენ.
პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „სკუბი” მოახერხა, მეორე და მესამე საპრიზო ადგილები გუნდებმა „რამე“ და „რედიკი“ გაინაწილეს. ასევე, გამოვლინდნენ საუკეთესო ბომბარდირი – კონსტანტინე ბიწაძე და საუკეთესო მოთამაშე – ვასილ ბერუაშვილი.
ტურნირის მონაწილე სამი საუკეთესო გუნდი და მოთამაშეები დიდუბის რაიონის გამგეობისგან თასებით, მედლებით, სიგელებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.
„დიდუბის თასი 2018″-ში გამარჯვებული გუნდი თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის მიერ ორგანიზებულ, ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტულ ტურნირებს ყოველწლიურად ატარებს და ამას მომავალშიც გააგრძელებს.

 

კომენტარი