გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დღემდე, დაახლოებით, 350 დენდროლოგიური პროექტი შეათანხმა

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა დღემდე, დაახლოებით, 350 დენდროლოგიური პროექტი შეათანხმა

81
გაზიარება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დედაქალაქის მასშტაბით, დენდროლოგიური პროექტების შეთანხმებას აგრძელებს.
ახალი რეგულაციებით, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში სავალდებულოა დენდროლოგიური პროექტის წარმოდგენა და გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურთან შეთანხმება.
განხორციელებული ცვლილებების მთავარ მიზანს კ3 – გამწვანების კოეფიციენტის ათვისება და შედეგად, ქალაქში მეტი მწვანე სივრცის გაჩენა წარმოადგენდა. დღეს სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში ხდება დენდროლოგიური პროექტების შეთანხმება.
დენდროლოგიურ პროექტში ხეების შერჩევა უნდა მოხდეს პრიორიტეტული ხეების სიიდან, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ლანდშაფტისა და კლიმატის შესაბამისად.
განისაზღვრა დასარგავი ხე-მცენარეების სიმაღლეც, ფოთლოვანის შემთხვევაში მინიმუმ 3,5მ, ხოლო წიწვოვანის – 3 მ.
დენდროლოგიურ პროექტში გამწვანების ესკიზის შეთანხმებისას სამსახური ითვალისწინებს ასაშენებელი ობიექტის ფუნქციურ დანიშნულებას.
ამ დრომდე სამსახურის მიერ შეთანხმებულია 350-მდე დენდროლოგიური პროექტი.
შეთანხმებული დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში:

  • ,,თბილისი გარდენსის“ ტერიტორიაზე სულ დაირგო 278 ძირი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარე.
  • ,,ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ საპროექტო ტერიტორიაზე შეთანხმებულმა საპროექტო გამწვანებამ შეადგინა 4891მ2, რომლის ფარგლებშიც, ტერიტორიაზე არსებული ყველა ჯანსაღი მწვანე-ნარგავი შენარჩუნდა. პროექტი ითვალისწინებს საკომპენსაციოდ 85 ძირი ახალი ჯანსაღი ხე-მცენარის დარგვას.
  • სამსახურთან ,,არქი ისანის’’ შეთანხმებული დენდროლოგიური პროექტით, 10 000მ2 რეკრეაციული ზონაა გათვალისწინებული – პროექტის მიხედვით 900-მდე ხე-მცენარე დაირგვება.

კომენტარი