გლდანის ორ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გლდანის ორ მისამართზე სპორტული მოედნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

97
გაზიარება

გლდანის რაიონში, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ორ მისამართზე – მუხიანის მეოთხე ბ მიკრორაიონის N42 და 43 კორპუსებთან და გლდანის პირველი მიკრორაიონის N3-3ა კორპუსებთან სპორტული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაიგო ახალი საფარი და დაზიანებული ინვენტარი იცვლება.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პე – ბე “ ახორციელებს. გლდანის რაიონში, მიმდინარე წელს სამი სპორტული მოედანი მოეწყო, ორ მოედანს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

კომენტარი