მარჯანიშვილის ქუჩაზე გეგმური სხვლა-ფორმირება ჩატარდა

მარჯანიშვილის ქუჩაზე გეგმური სხვლა-ფორმირება ჩატარდა

89
გაზიარება

ჩუღურეთის რაიონში, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ხე-მცენარეებს გეგმური სხვლა-ფორმირება ჩაუტარდათ.
ხის ტოტები გარე განათებისა და საგზაო ნიშნების ხილვადობას ხელს უშლიდა. ასევე, აზიანებდა საცხოვრებელი სახლების ფასადებს.
სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, „ემ ენ ბილდინგმა“ შეასრულა. პროექტის ღირებულება 7 000 ლარია.

კომენტარი