რა გახდა ფიჭვების მასობრივი ხმობის მიზეზი და რას გააკეთებს მერია, რათა შედეგი...

რა გახდა ფიჭვების მასობრივი ხმობის მიზეზი და რას გააკეთებს მერია, რათა შედეგი არ განმეორდეს?

198
გაზიარება

დედაქალაქში არსებული ფიჭვების დიდი ნაწილი უმძიმეს მდგომარეობაშია. შესაბამისად, ქალაქის ხელმძღვანელობა მათ მოჭრას და ახლებით ჩანაცვლებას აპირებს, თუმცა, მთავარი ისაა, როგორ უნდა შევძლოთ უარესი შედეგის თავიდან არიდება და რა უნდა გავითვალისწინოთ, რათა ახალი ხეებიც არ გახმეს?
საკითხი აქტუალურია და გამხმარი, დაავადებული ხეების ჩანაცვლების პროცესიც დაწყებულია. როგორც გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი “სითი კვირასთან” საუბრისას აცხადებს, დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიება მიმდინარეობს და ხე-მცენარეებს წამლობენ.
“აღნიშნული პრობლემის  გადასაჭრელად, უახლოეს მომავალში დაგეგმილია მომსახურების შესყიდვა, რომლის ფარგლებშიც, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა ერთიანი მიდგომით გაგრძელდება. ერთიანი მართვის გეგმის ფარგლებში, გამოვიყენებთ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: მავნებლის დამჭერი ხაფანგები- ფერომონები, აერო-ფოტო გადაღების ტექნიკა და ღეროვანი ინექცია.” – აცხადებს გიგა გიგაშვილი.

Capture

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი  საქართველოს რეგიონებში ფიჭვების ინტენსიური ხმობის მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ პრობლემა, დაახლოებით, 20 წლის წინ, 1997-1998 წლებიდან დაიწყო. წლების განმავლობაში, დედაქალაქის შემოგარენში და საქართველოს მთელ რიგ რეგიონებში არ იყო საფუძვლიანად შესწავლილი ფიჭვების მდგომარეობა და არ ტარდებოდა შესაბამისი ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.
“უცხოელი ექსპერტების მიერ თბილისის ტერიტორიაზე პირველად ჩატარდა კვლევა, რომლის მიხედვით, დადგინდა, რომ ფიჭვებზე მასობრივადა არის გავრცელებულიი Tomicus-ის სახეობის მავნებლით გამოწვეული დაავადება, რაც იწვევს მათ დაზიანებასა და ხმობას. სწორედ ამ დასკვნის მიხედვით დადგინდა, რომ აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, რათა დაავადების გავრცელების პრევენცია და ჯანსაღი კორომების გადარჩენა შევძლოთ.” – განმარტავს გიგა გიგაშვილი.

კომენტარი